ფეხბურთი

23:56 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” ფაბინიოს შეძენა სურს

მადრიდის “ატლეტიკოს” “მონაკოს” ჩამშლელი ნახევარმცველის ფაბინიოს შეძენა სურს. Football espana–ს ცნობით, ბრაზილიელმა მოთამაშემ საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის დატოვება საბოლოოდ განიზრახა და საუკეთესო ვარიანტს ეძებს.

24 წლის ბრაზილიელს გასულ ზაფხულსაც ბევრი კლუბი ეპატიჟებოდა, თუმცა მაშინ “მონეგასკებს” უერთგულა. ახლა კი, გადაწყეტილება შეცვალა და კლუბის ხელმძღვანელობას ამცნო, რომ ზაფხულში სამუშაო ადგილს შეიცვლის.

როგორც ირკვევა, ფაბინიოს შეძენა ყველაზე მეტად “პარი სენ-ჟერმენს” და “ატლეტიკოს” სურთ, თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, ჯერჯერობით მისთვის და მისი აგენტისთვის წინადადებით არავის მიუმართავს.

ფაბინიო “მონაკოში” 2013 წელს “რიუ ავედან” 6 მილიონ ევროდ გადავიდა. მან ამ დროის განმავლობაში “თავადების” მაისური 212-ჯერ მოირგო და 25 გოლი გაიტანა.

თეგებიფაბინიო
0.112318