36 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი ლეიოტონ ჰიუტი კორტს 2018 წლის იანვარში “ავსტრალიის ღია პირველობაზე” დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას დევისის თასის ტვიტერის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჰიუიტი ავსტრალიურ კორტებზე წყვილთა თანრიგში იასპარეზებს, სადაც მისი მეწყვილე თანამემამულე სემუელ გროტი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით გროტისთვის აღნიშნული ტურნირი კარიერაში ბოლო იქნება.
ჰიუიტმა კარიერა 2016 წელს უიმბლდონის შემდეგ დაასრულა.