“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ბორნმუთთან” მოგებული მატჩის შემდგომ (1:0) კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მხითარიანის ადგილი ძირითად შემადგენლობაში არ არის.
“სკამზე 6 მოთამაშეა. ვცდილობ შევინარჩუნო ბალანსი. ვფიქრობ, რომ მხითარიანზე მეტად ისინი იმსახურებენ თამაშს”, - განაცხადა მოურინიომ.
თავის მხრივ, სომეხი მოთამაშე უკმაყოფილოა პორტუგალიელის გადაწყვეტილებით და გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ის კვლავ “დორტმუნდში” დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის შემტევი “დორტმუნდის” რიგებში 2013-2016 წლებში ირჯებოდა.