ფეხბურთი

0:15 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძემ "სილკებორგთან" გაახანგრძლივა

დანიური “სილკებორგმა” და მათე ვაწაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც დანიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეტერ სორენსენმა განაცხადა, 28 წლის ფორვარდმა ახალი ხელშეკრულება დაიმსახურა.

“ვფიქრობ, ის იმსახურებს კონტრაქტის გახანგრძლივებას. დარწმუნებული ვარ, რომ მას სეზონის მეორე ნახევარი უკეთესი ექნება, ვიდრე პირველი გამოდგა. მათეს ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ეს დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ თავის გამოსაჩენად დიდი დრო არ ჰქონია”, - განუცხადა სორენსენმა Mja.dk-ს.

მათე ვაწაძე “სლიკებორგს” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და ყველა ტურნირის ჩათვლით 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

0.116079