ფეხბურთი

22:00 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: “დავინახე ბუფონი მეორე კუთხეში რომ ხტებოდა”

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, გადამწყვეტი პენალტის გატანა არ გასჭირვებია, რადგან დარტყმამდე დაინახა, მეკარე რომელ კუთხეში აპირებდა გადახტომას.

“ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იდეალური მომენტი მქონდა. მსაჯის სასტვენს ველოდებოდი – ვუყურებდი მეკარეს, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. როდესაც გარბენი გავაკეთე, ჩემი ფიქრები შეიცვალა - შევამჩნიე, რომ ბუფონმა ერთ კუთხეში მოძრაობა დაიწყო და ამიტომ მე მეორე კუთხეში დავარტყი. გოლი გავიტანე და ჩემი ოცნება ახდა”, - განუცხადა შევჩენკომ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, რომ “მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2003 წელს “იუვენტუსი” პენალტების სერიაში დაამარცხა (3:2). გადამწყვეტი პენალტი კი უკრაინელმა თავდამსხმელმა გაიტანა.

0.113147