გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა პრემიალური თანხები განსაზღვრა. როგორც ალემანთა ფეხბურთის მმართველი უწყება ოფიციალურად იტყობინება, თუ მუნდიალზე “ბუნდესნაკრები” გაიმარჯვებს, თითოეული ფეხბურთელი პრემიის სახით 350 ათას ევროს მიიღებს.
გერმანელებმა თანხები ასე გადაანაწილეს:
ჩემპიონობა – 350 ათასი ევრო
ფინალი – 200 ათასი
მესამე ადგილი – 150 ათასი
ნახევარფინალი – 125 ათასი
მეოთხედფინალი – 75 ათასი
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები პრემიებს ვერ მიიღებენ თუ გუნდი ჯგუფში ჩარჩება ან მერვედფინალიდან დაემშვიდობება ტურნირს.
აქვე გეტყვით, რომ იოაჰიმ ლიოვის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას ჯგუფური ეტაპიდან, მექსიკასთან (17 ივნისს), შვეიცარიასთან (23 ივნისს) და სამხრეთ კორეასთან (27 ივნისს) მატჩებით დაიწყებს.