ფეხბურთი

15:07 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი ევრო 2020-ზე თამაშს არ გამორიცხავს

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის 2017 წლის ადამიანი გახდა. 39 წლის კიპერმა აღნიშნული ჯილდო Gazzetta Dello Sport-ის ვერსიით მოიგო.

დაჯილდოვების შემდეგ ვეტერანმა მეკარემ თავის კარიერაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დატოვა კითხვები – დაასრულებს თუ არა, მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას?..

“არ გამოვრიცხავ, რომ ევრო 2020-ზეც ვითამაშო. მე დღიდან დღემდე ვცხოვრობ. შვედეთთან მარცხის შემდეგ ხალხის ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი და ამიტომ, ფეხბურთში მანამდე დავრჩები, სანამ საჭირო ვიქნები”, - აღნიშნა ბუფონმა.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულების მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ აპირებდა, თუმცა იტალიის ნაკრები მუნდიალზე საერთოდ ვერ გავიდა. იტალიური მედია ოთხი დღის წინ იტყობინებოდა, რომ ბუფონმა “ინტერის” სპორტულ დირექტორს (დიდი იტალიური დერბის დროს) უთხრა, რომ კარიერის დასრულება გადაიფიქრა...

0.110676