არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი აღიარებს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთან განცდილ მარცხს დღემდე ვერ ივიწყებს და ეს სიმწარე მისი გონებიდან არასდროს წაიშლება.
“ამის დავიწყებას ალბათ ვერასდროს შევძლებ. ვფიქრობ, სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება ის, რაც მაშინ მოხდა. ერთის მხრივ, ბრაზილიური მუნდიალი ჩემში ბევრ სასიამოვნო ემოციას იწვევს, თუმცა, განწყობა მიფუჭდება, როცა მახსენდება როგორ დასრულდა ის ჩვენთვის. სწორედ ასეთი წინააღმდეგობრივი დარჩება ის ჩემს გონებაში” - განაცხადა ფიფას პრესსამსახურთან საუბრისას არგენტინელმა, რომლის გუნდიც მუნდიალის ფინალურ შეხვედრაში გერმანიასთან დამატებით დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა.