გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
ტეხასურ დერბში “დალასმა” “სან ანტონიო” 95:89 დაამარცხა. “სპურსს” გუნდის ლიდერი კავაი ლეონარდი დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. კავაის მონაგარი 15 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ. “სან ანტონიოში” 23 ქულით და 13 მოხსნით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა. “დალასმა” უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა და ხუთ კალათბურთელს 12 და მეტი ქულა ჰქონდა, მათ შორის ყველაზე მეტი 17 ქულა ჰარისონ ბარნსმა ჩააგდო.
“კლივლენდმა” საკუთარ დარბაზში “ატლანტა” 123:114 დაამარცა. მატჩში გარდამტეხი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კავალიერსმა” 31:17 მოიგო. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 25 ქულა, 17 პასი და 7 მოხსნა შესძინა. “მეფემ” 17 პასით თავისი რეკორდი გაიმეორა. ჯამში კი “კლივლენდმა” 35 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო შედეგია. “კლივლენდი” 20 მოგებით და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.
“კლივლენდი” – “ატლანტა” 123:114 (31:31, 31:17, 32:29, 29:37)
https://www.youtube.com/watch?v=ztAD4WpM3tQ
“დეტროიტი” – “დენვერი” 84:103 (18:26, 22:23, 20:31, 24:23)
https://www.youtube.com/watch?v=K5s7RpZhfVI
“ნიუ იორკი” – “ლეიკერსი” 113:109 (25:29, 25:22, 26:28, 23:20, o.t. 14:10)
https://www.youtube.com/watch?v=xrhOwpl-LQo
“ბრუკლინი” – “ვაშინგტონი” 103:89 (30:22, 21:29, 28:27, 24:20)
https://www.youtube.com/watch?v=cNAZSEOMFXU
“დალასი” – “სან ანტონიო” 95:89 (30:23, 16:21, 21:25, 28:20)
https://www.youtube.com/watch?v=38G7D23GNGo
“მინესოტა” – “ფილადელფია” 112:118 (27:20, 24:28, 25:26, 24:26 o.t. 12:18)
https://www.youtube.com/watch?v=TdnNup5erbI
“საკრამენტო” – “ფინიქსი” 99:92 (21:23, 28:28, 25:23, 25:18)
https://www.youtube.com/watch?v=2qiKXYJhY8E