ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად “ინდიანას” ლიდერი ვიქტორ ოლადიპო და “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელი კევინ დურანტი აღიარეს.
გასულ კვირას “ინდიანამ” ოთხივე შეხვედრა მოიგო, ოლადიპო მატჩში საშუალოდ 30.8 ქულას და 7 მოხსნას აგროვებდა. დურანტის მონაგარი კი 30 ქულა, 9.3 მოხსნა და 7.3 პასი იყო.