დიდი საფეხბურთო კარიერის მიწურულს, ლივერპულის “ევერტონში“ მოთამაშე ინგლისელი შემტევის, უეინ რუნის ცოლი, მოდელი და კაპარჩხანა კოლინ ქრივის შესახებ აქამდეც დაგვიწერია და კოლინი ისეთი ვინმეა, გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ამ ქალზე კალმის წვერის წრიპინი.
სწორედ კოლინ ქრივის ეპატაჟურობაა იმის მიზეზი, რომ უეინ რუნი ბულვარული პრესის ფურცლებიდან დღემდე არ ჩამოდის და მისი ყოველდღიურობა ბრიტანეთის მოქალაქეებმა ისევე იციან, როგორც მაგალითად მათი უკვდავი დედოფლისა, რომელიც მარადიულია ვითარცა ტემზა და უჭკნობია ვითარცა ნაზამთრალი გეაცინტები.
როგორც ცნობილი გახდა, უეინ რუნის ცოლი საშობაოდ დიდი წვეულების მოწყობას აპირებს, სადაც უკვე დაპატიჟებულები არიან ბრიტთა კუნძულზე სახელგავარდნილი ფეხბურთელები, მსახიობები, მოდელები და პოლიტიკოსებიც კი. მავანნი ამბობენ, კოლინ ქრივს ამ წვეულებით სურს საბოლოოდ წაშალოს ჭორები მასსა და უეინის დაშორების შესახებ და ყველას ამცნოს, რომ რუნების ოჯახში არსებული გაურკვევლობები “ჰეფიენდით“ დასრულდა.