ფეხბურთი

0:50 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძამპარინი: “დიბალას პრობლემა ფულია”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა ბოლო პერიოდში არცთუ ისე კარგად თამაშობს და ძირითად შემადგენლობაში ზოგჯერ ვერ ხვდება კიდეც.

არგენტინელი ფეხბურთელის კრიზისზე საინტერესო კომენტარი “პალერმოს” პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ გააკეთა.

“ფიქრობ, ყველას არ შეუძლია ცხოვრებასთან დაპირისპირება მაშინ, როდესაც ხელფასი წელიწადში 400 ათასი ევროდან 10 მილიონამდე ეზრდება. სწორედ ეს იწვევს მის კრიზისს – ზედმეტად მაღალი ხელფასი. მაგრამ, პაულო ჭკვიანი ბიჭია და ამას გაუმკლავდება.

საჭიროა, რომ ენთუზიაზმით ითამაშოს. თუ ასე მოიქცევა და ფულს ყურადღებას არ მიაქცევს, ყველაფერი დალაგდება. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბედნიერებისთვის მხოლოდ ფული არაა საკმარისი”, - განაცხადა ძამპარინიმ.

შეგახსენებთ, რომ დიბალა “იუვენტუსში” გადასვლამდე სწორედ “პალერმოს” ღირსებას იცავდა სამი სეზონის განმავლობაში. ძამპარინიმ არგენტინელი ფეხბურთელი ტურინულ გუნდს 2015 წელს 40 მილიონ ევროდ დაუთმო.

0.115109