ფეხბურთი

0:23 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო გვარდიოლას: “ჩვენს შორის განსხვავება განათლებაა”

ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას დაპირისპირება ამჯერად პრესკონფერენციიდან გაგრძელდა. “სიტის” ესპანელი თავკაცი მიიჩნევს, რომ მანჩესტერულ დერბში გამარჯვების შემდეგ ზეიმი ბუნებრივი იყო, ხოლო “მანჩესტერის” პორტუგალიელ დამრიგებელს ეს ნორმალურ საქციელად არ მიაჩნია.

“როდესაც მარცხდები, მისი მიღებაც უნდა იცოდე, მაგრამ როდესაც იმარჯვებ, ზეიმი ბუნებრივია. მე და ჩემი ფეხბურთელები გახარებულები ვიყავით და ამიტომაც აღვნიშნეთ გამარჯვება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს პატივს არ ვცემთ.

უბრალოდ ბედნიერები ვიყავით, რადგან დერბი მოვიგეთ. მსოფლიოს ყველა გუნდი ზეიმობს დერბის მოგებას სწორედ გასახდელში”, - აღნიშნა გვარდიოლამ.

თავის მხრივ, მოურინიომ ესპანელ მწვრთნელს პრესკონფერენციიდან უპასუხა და განაცხადა, რომ მათ შორის განსხვავება განათლებაა:

“ერთადერთი რისი თქმაც ამაზე შემიძლია ისაა, რომ ქცევებში, განათლებაში განსხვავებულები ვართ. მხოლოდ ეს და სხვა არაფერი”, - დასძინა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას “ქალაქელებმა” “წითელი ეშმაკები” 2:1 დაამარცხეს. ინგლისური მედიის ინფორმაციით კი, მატჩის შემდეგ შელაპარაკება მოურინიოსა და სტუმარ ფეხბურთელებს შორის მოხდა.

0.110601