სხვა

18:25 | 12.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პრემიერმინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონებს წარმატება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.

პრემიერმინისტრთან გამართულ მიღებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ძალოსნობისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტები - კახი კახიაშვილი და გეგა გეგეშიძე და ასევე სპორტსმენთა მწვრთნელები ესწრებოდნენ.

პრემიერმინისტრმა წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა და სამომავლოდ ახალი გამარჯვებები უსურვა.

აღსანიშნავია რომ, 2017 წელი სპორტული შედეგებით საუკეთესო გამოდგა დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში, მიმდინარე სპორტულ სეზონზე ოლიმპიური სპორტის სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 4-მა სპორტსმენმა შეძლო - ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა), ანასტასია გოტფრიდმა (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) და ზურაბ იაკობიშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა).

ლაშა ტალახაძემ (+105 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებასთან ერთად, მსოფლიოს ახალი რეკორდები დაამყარა ორჭიდსა (477 კგ) და ატაცში (220 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა როგორც დიდებში, ასევე 23-წლამდელებში, ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობა მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა, ანასტასია გოტფრიდი (90 კგ) კი პირველი ქალი სპორტსმენი გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. წარმომავლობით უკრაინელი ანასტასია გოტფრიდი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და თბილისში ჩამოსვლას მოგვიანებით გეგმავს.

msy.gov.ge

0.120834