გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა. დარბაზი 100 ბავშვზეა გათვლილი, აღნიშნულ დარბაზში აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და ასევე ძიუდოში ივარჯიშონ.
დარბაზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 200 000 ლარზე მეტია.
თელეთის საჭიდაო დარბაზი მოჭიდავე ბელდუხ გავაშელიშვილისა და მისი მეგობრების მხარდაჭერით მოეწყო.
დარბაზის საზეიმო გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ოლიმპიური და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და სხვა ქართველი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
msy.gov.ge