ფეხბურთი

12:49 | 12.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია ტურს სიმბოლურის გარეშე არ ტოვებს

რუსეთის პრემიერლიგის ყოველი ტურის შემდეგ საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის სოლომონ კვირკველიას ყოფნა უკვე ტრადიციად იქცა. ამჯერად, მე-20 ტურში, მისმა “ლოკომოტივმა” სტუმრად “ტოსნო” 3:1 დაამარცხა და ჩემპიონატის შემოდგომა-ზამთრის ნაწილიც დამაჯერებლად მოიგო - მოსკოველები 20 ტურში მოპოვებული 45 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ და უახლოეს მდევრებს, სანქტ პეტერბურგის “ზენიტსა” და თანაქალაქელ “სპარტაკს” 8 ქულით უსწრებენ.

“ტოსნოსთან” ჩვეულად, 90 წუთი გაისარჯა კვირკველია და ტურის შემდეგ მისი თამაში ვალერი გაზაევმა გამოარჩია, რომელიც სიმბოლურ ნაკრებს championat.com-ისთვის ადგენს.

“სოლომონ კვირკველია “ლოკომოტივში” გადასვლის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. ქართველმა ფეხბურთელმა განვლილ ტურშიც საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და დამაჯერებლად ითამაშა “ტოსნოს” წინააღმდეგ” - ასე შეაფასა გაზაევმა საქართველოს ნაკრების მცველი.

0.119387