საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას მწვრთნელთა განათლების პრო-ლიცენზიის მორიგი კურსისთვის მსურველთა რეგისტრაციის პროცესს იწყებს. პროგრამაზე განაცხადების მიღება 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
პრო-ლიცენზიის კურსზე მოსახვედრად აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს უეფას მწვრთნელთა განათლების „ა“ ლიცენზიას და გააჩნდეს აღნიშნული ლიცენზიით მუშაობის სულ ცოტა ერთწლიანი გამოცდილება.
უეფას მწვრთნელთა განათლების პრო-ლიცენზიის კურსზე მონაწილეობის მსურველი მწვრთნელები შემდეგ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ - coach.gff.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილებას: 599 36 00 87.
gff.ge