USA Today-ის ცნობით, 2018 წლის ზაფხულში ლებრონ ჯეიმსი, შესაძლოა, “ჰიუსტონ როკეტსის” კალათბურთელი გახდეს. წყაროს ცნობით, “მეფე” “კავალიერსში” ბოლო სეზონს ატარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ჰიუსტონი” ლებრონის გადაბირებაზე უკვე აქტიურად მუშაობს.
ლებრონი “კლივლენდში” 2003-2010 წლებში თამაშობდა, 2010-14 წლებში “მაიამი ჰიტის” ღირსებას იცავდა. 2014 წლიდან “მეფე” ისევ “კავალიერსში” ირიცხება.