უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე შემორჩენილი 32 გუნდი თასისთვის ბრძოლას დამდეგი წლის თებერვლიდან პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებს.
რაც შეეხება 1/16-ფინალურ წყვილებს: ვერ ვიტყვით, რომ სუპერწყვილი შედგა, მაგრამ რამდენიმე ყურადღებას მაინც იპყრობს. მაგალითად, “ნაპოლი” და “ლაიფციგი”, “ლიონი” და “ვილიარეალი”.
სხვა მხრივ კი, ევროპა ლიგაზე 1/16 ფინალი შემდეგნაირი იქნება:
“დორტმუნდი” (გერმანია) – “ატალანტა” (იტალია)
“ნიცა” (საფრანგეთი) – “ლოკომოტივი” (რუსეთი)
“კოპენჰაგენი” (დანია) – “ატლეტიკო” (ესპანეთი)
“სპარტაკი” (რუსეთი) – “ბილბაო” (ესპანეთი)
აეკ (საბერძნეთი) – “დინამო” (უკრაინა)
“სელტიკი” (შოტლანდია) – “ზენიტი” (რუსეთი)
“ნაპოლი” (იტალია) – “ლაიფციგი” (გერმანია)
“ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი) – ცსკა (რუსეთი)
“ლიონი” (საფრანგეთი) – “ვილიარეალი” (ესპანეთი)
“სოსიედადი” (ესპანეთი) – “ზალცბურგი” (ავსტრია)
“პარტიზანი” (სერბეთი) – “პლზენი” (ჩეხეთი)
“სტიაუა” (რუმინეთი) – “ლაციო” (იტალია)
“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) – “მილანი” (იტალია)
“ასტანა” (ყაზახეთი) – “სპორტინგი” (პორტუგალია)
“ოსტერსუნდი” (შვედეთი) – “არსენალი” (ინგლისი)
“მარსელი” (საფრანგეთი) – “ბრაგა” (პორტუგალია)
ევროპა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩები 15 თებერვალს, ხოლო საპასუხო ერთი კვირის შემდეგ, 22 თებერვალს გაიმართება.