უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია. დღეს ნიონში გამართულმა წილისყრამ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში საკმაოდ საინტერესო აფიშები დაგვიტოვა.
ყველაზე გამორჩეული ორი წყვილია: “რეალი” – პსჟ და “ჩელსი” – “ბარსელონა”. ინტერესს მოკლებული არც სხვა მატჩებია:
“იუვენტუსი” (იტალია) – “ტოტენჰემი” (ინგლისი)
“ბაზელი” (შვეიცარია) – “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
“პორტუ” (პორტუგალია) – “ლივერპული” (ინგლისი)
“სევილია” (ესპანეთი) – “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
“რეალი” (ესპანეთი) – “პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი)
“შახტარი” (უკრაინა) – “რომა” (იტალია)
“ჩელსი”(ინგლისი) – “ბარსელონა” (ესპანეთი)
“ბაიერნი” (გერმანია) – “ბეშიქთაში” (თურქეთი)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 6-7 და 13-14 მარტს გაიმართება.