შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების კავშირის სტატუსშეჩერებულმა პრეზიდენტმა ზვიად ბაბიაშვილმა, თავის მხარდამჭერებთან ერთად გორში საგანგებო ბრიფინგი გამართა და კალათბურთის ამჯამინდელი ფედერაცია გააკრიტიკა. მისი თქმით ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოახლოებულ ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე შიდა ქართლის წარმომადგენლის ხმა დაიკარგოს.
“ყველაფერი ეს იმისკენ არის მიმართული, რომ მე ვერ შევძლო არჩევნებში ჩვენი ფედერაციის აზრი დავაფიქსირო. აქ არ არის კონკრეტულად შიო ხეცურიანზე საუბარი, ან ვინმე კონკრეტულ პიროვნებაზე. საქმე ეხება კალათბურთს. ნათლად ვხედავთ, რომ გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ბოლო 4 წელიწადში გაკეთდა და გვაქვს ამბიცია, რომ ახალი გუნდი, ახალი შემართებით ბევრად მეტს გააკეთებს.
ძალიან კარგად ვიცნობ შიო ხეცურიანის პროგრამას, როელსაც 10 წლიანი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს კალათბურთი. თითოეული დეტალი რაც დღეს კალათბურთში არსებობს, თითოეული პრობლემა ჩაშლილი აქვს და მჯერა, რომ შიო ხეცურიანის მმართველობის დროს ეს პროგრამა განხორციელდება მითითებულ ვადებში. მოქმედ ფედერაციას წარმოდგენილი ყავს თავისივე კანდიდატი, რომელზეც დღემდე იძახის, რომ პაატა გურასპაული არ არის მათი კანდიდატი, მაგრამ ყველაფერი ნათლად ჩანს.
კალათბურთის განვითარების სურვილი არის ჩემითვის მთავარი მიზეზი, რის გამოც ვუჭერ მხარს შიო ხეცურიანს”, - განაცხადა ბაბიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.