ფეხბურთი

20:12 | 8.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდელები: მეორე ადგილი ოთხთა ტურნირზე

დასრულდა 15-წლამდელთა საერთაშორისო ოთხთა ტურნირი, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა. ბოლო ტურში საქართველო და თურქეთი შეხვდნენ ერთმანეთს. გუნდებს 6-6 ქულა ჰქონდათ და ფაქტობრივად, ფინალი გამოდიოდა. სამწუხაროდ, გადამწყვეტი მატჩი 0:5 წავაგეთ...

გიორგი ჩიტაურის გუნდმა მანამდე ლიტვას 6:0, ხოლო ბელარუსს 2:1 სძლია. მოკლედ, მეორე ადგილზე დავასრულეთ ტურნირი.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში ლიტვამ 1:0 აჯობა ბელარუსს და მესამე ადგილზე გავიდა.

0.16591