ევროპა ლიგის მეექვსე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი დასახელდა. უეფას ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში სერბმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო (39%).
მეორე ადგილზე გავიდა “სტიაუას” წევრი არლემ ნიოარე, ხოლო მესამე პოზიცია “ლოკომოტივის” ნახევარმცველმა მანუელ ფერნანდეშმა დაიკავა.
რაც შეეხება ივანოვიჩს, მეექვსე ტურში სან სებასტიანის “სოსიედადის” კარში გოლის გატანა მოახერხა.