instat-ის მონაცემებით, სოლომონ კვირკველია მეორე ადგილზეა ევროპის ლიგაში ჩაჭრების რაოდენობით. მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველმა მცველმა ჯგუფურ ეტაპზე 63-ჯერ ჩაჭრა ბურთი, ანუ საშუალოდ 10-ჯერ 90 წუთის განმავლობაში.
ამ მხრივ, პირველ ადგილზეა ბელარუსის ბატე-ს ფეხბურთელი სტანისლავ დრაგუნი – 67 ჩაჭრა.
სოლომონს რუსულ პრემიერლიგაშიც კარგი შედეგი აქვს ჩაჭრების მხრივ: 8,5 ჩაჭრა საშუალოდ ერთ მატჩში.