“ფლექს პისტოიამ” საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ დუდა სანაძესთან თანამშრომლობა შეწყვიტა, აღნიშნულ ინფორმაციას sportando.com-ი ავრცელებს.
დუდამ ნოემბრის თვეში იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც პარკეტს 2018 წლის აპრილამდე ვერ დაუბრუნდება. დიდი ალბათობით, სწორედ ეს გახდა “პისტორიას” მიერ სანაძის გუნდიდად გაშვების მიზეზი.
დუდა განვლილ სეზონში სლოვენიურ “პრიმორსკაში” ასპარეზობდა და იტალიურ კლუბში მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გადავიდა.