მერი არაბიძის პირველობით დასრულდა საქართველოს ქალთა გრან პრის დასკვნითი, მეოთხე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში. გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ქეთი წაწალაშვილს.
6-6 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს: სოფიკო ხუხაშვილმა და მაკა ფურცელაძემ.
gcf.org.ge