მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2017 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებულია. 32 წლის შემტევმა France Football-ის გამოკითხვაში ყველას აჯობა და ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი, მეხუთედ მოიგო აღნიშნული პრიზი.
რონალდუ ლიონელ მესის გაუთანაბრდა “ოქროს ბურთის” რაოდენობით. თავად მესი კი, 2017 წელს მეორე ადგილზე გავიდა. სამეულში ერგო ადგილი პსჟ-ს ბრაზილიელ ლიდერ ნეიმარს, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა “იუვენტუსის” 39 წლის მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა. უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო ოთხეულში მყოფმა ფეხბურთელებმა დანარჩენები ქულებით საგრძნობლად ჩამოიტოვეს.
საბოლოოდ კი France Football-ის წლის საუკეთესო 30 ფეხბურთელისთვის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია) – 946 ქულა
2. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) – 670 ქულა
3. ნეიმარი (“პარი სენ ჟერმენი”, ბრაზილია) - 361 ქულა
4. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია) – 221 ქულა
5. ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ხორვატია) – 84 ქულა
6. სერხიო რამოსი (“რეალი”, ესპანეთი) – 71 ქულა
7. კილიან მბაპე (“პარი სენ ჟერმენი”, საფრანგეთი) – 48 ქულა
8. ნგოლო კანტე (“ჩელსი”, ინგლისი) – 47 ქულა
9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, პოლონეთი) – 45 ქულა
10. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”, ინგლისი) – 36 ქულა
11. ედინსონ კავანი (პსჟ, ურუგვაი) – 32 ქულა
12. ისკო ალარკონი (“რეალი”, ესპანეთი) – 28 ქულა
13. ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი) – 27 ქულა
14. კევინ დე ბრუინი (“სიტი”, ბელგია) – 25 ქულა
15. პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, იტალია) – 23 ქულა
16. მარსელო (“რეალი”, ბრაზილია) – 21 ქულა
17. ტონი კროოსი (“რეალი”, გერმანია) – 20 ქულა
18. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, საფრანგეთი) – 17 ქულა
19. ედენ აზარი (“ჩელსი”, ბელგია) – 16 ქულა
20. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”, ესპანეთი) – 15 ქულა
21-22. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”, გაბონი) – 14 ქულა
21-22. ლეონარდო ბონუჩი (“მილანი”, იტალია) – 14 ქულა
23. სადიო მანე (“სიტი”, გერმანია) – 10 ქულა
24. რადამელ ფალკაო (“მონაკო”, კოლუმბია) – 9 ქულა
25. ქარიმ ბენზემა (“რეალი”, საფრანგეთი) – 7 ქულა
26. იან ობლაკი (“ატლეტიკო”, სლოვენია) – 4 ქულა
27. მატს ჰუმელსი (“ბაიერნი”, გერმანია) – 3 ქულა
28. ედინ ჯეკო (“რომა”, ბოსნია) – 2 ქულა
29-30. ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”, ბრაზილია) – 0 ქულა
29-30. დრის მერტენსი (“ნაპოლი”, ბელგია) – 0 ქულა