“კლივლენდ კავალიერსმა” შინ “საკრამენტო” 101:95 დაამარცხა. “კავალერიამ” ზედიზედ მე-13 შეხვედრა მოიგო, რაც კლუბის რეკორდის გამეორებაა. მსგავსი შედეგი ოჰაიოელებმა 2009 და 2010 წლებში დააფიქსირეს.
მომდევნო შეხვედრაში “კლივლენდი” გასვლაზე “ინდიანა პეისერს” დაუპირისპირდება, მატჩი 9 დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. “კავალიერსი” ინდიანაპოლისში გამარჯვების შემთხვევაში ახალ რეკორდს დაამყარებს.