ფიფა 210 მილიონ დოლარს გამოყოფს იმ კლუბებისთვის, რომლებიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მიავლენენ ფეხბურთელებს.
თანაც, ფეხბურთელთა არა მხოლოდ ახლანდელ კლუბებს გადაეცემათ ეს თანხა, არამედ მათაც, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰყავდათ მუნდიალის მონაწილე ესა თუ ის მოთამაშე.
მთლიანობაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 736 ფეხბურთელი იქნება წარმოდგენილი.
სხვათა შორის, ფიფას მიერ გამოყოფილი ეს თანხა სამჯერ მეტია 2014 წლის მუნდიალზე გადარიცხულთან შედარებით.