ფეხბურთი

23:45 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანოსა და "ბარსელონას" განსხვავებული პოზიციები

კატალონიის “ბარსელონა” და ხავიერ მასკერანო ვერ თანხმდებიან. როგორც გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, “ბლაუგრანას” 33 წლის ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება არ სურს, ხოლო მასკერანო “კამპ ნოუზე” დარჩენას არ აპირებს.

ერნესტო ვალვერდეს “ბარსელონაში” მისვლის შემდეგ არგენტინელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ამიტომაც, განზრახული აქვს, რომ კლუბი იანვრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. ვინაიდან ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატია, მასკერანოს სურვილია, რომ მას ფორმაში მყოფი შეხვდეს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ამის გარანტია კი, ესპანურ გრანდში არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ მასკერანოს “ბარსასთან” ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. წყაროს ცნობით, კატალონელთა სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი მასკერანოსთან შეხვედრას აპირებს, რომ გუნდში დარჩენაზე დაიყოლიოს.

ხავიერ მასკერანო “ბარსელონაში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს და “ბლაუგრანას” ღირსება 300-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა.

0.117353