კალათბურთი

22:10 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ში ჯეიმსი და ჰარდენი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ჰიუსტონის” უკანახაზელი ჯეიმს ჰარდენი და აღმოსავლეთში “კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი აღიარეს.

“კავალიერსმა” ოთხივე შეხვედრა მოიგო, ლებრონი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.3 ქულას, 8.3 მოხსნას და 9 პასს აგროვებდა.

“ჰიუსტონმა” სამივე შეხვედრა მოიგო. “ბაბუაწვერა” საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34 ქულას, 7.3 მოხსნას და 9 პასს აკეთებდა.

0.144912