ფეხბურთი

23:20 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლალანა "სპარტაკთანაც" ვერ ითამაშებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ნახევარმცველი ადამ ლალანა ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია "მერსისაიდელთა" თავკაცმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ ინგლისელს ფორმაში შესასვლელად დროს აძლევს.

ლალანას სეზონის ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა. ადამი მოედანზე პირველად ლონდონის "ჩელსისთან" გამართულ პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩში გამოჩნდა და მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა. მას შემდეგ ინგლისელმა "სტოკთან" და "ბრაიტონთან" გამართული შეხვედრებიც გამოტოვა.

0.127963