თამაშგარე

14:57 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი, ბეკი, ხირხალა და ქეთო

ინგლისელი შემტევის, ჯეიმი ვარდისა და მისი მოდელი და ყირმიზა ცოლის, მოდელ ბეკი ნიკოლსონის შესახებ ბოლო დროს ნისლიანი ალბიონის ბულვარულ პრესაში ბევრი იწერება. ჯეიმის და ბეკი მედიამ არაერთხელ “დააშორა და შეარიგა“., თუმცა, ახლა ირწმუნებიან, ცოლ-ქმარს შორის შავმა კატამ არამხოლოდ გაიარა, არამედ ზღურბლის წინ დაგდებულ ქეჩოზე წამოიდრანგა კიდეცო.

უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ჯეიმი ვარდი რომ სუპერ-პოპულარული გახდა, ამას ჩვენი დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება და ყველაფერზე ამ ბიჭის მიერ უსახურ “ლესტერში“ მიღწეული საოცარი წარმატებაც მეტყველებს. სწორედ ამიტომაც, ვარდის ქალები ბუზებივით ახვევია და როგორც ამბობენ, ბოლო დროს სახლში ღამით არმისვლასაც მოუხშირაო. ბეკი ნიკოლსონს კი რა ჭირს მოსათმენი და გასაჩუმებელი?!...

ასეა თუ ისეა, ჩვენ მაინც ბრმად ნუ ვენდობით ათას სკანდალზე გადამხტარ ბრიტანულ ტაბლოიდებს, რომლებიც დღეს ერთს წერენ და ხვალ კიდევ მეორეს ამტკიცებენ. ისე კი, არც ჯეიმი ვარდი და არც ბეკი ნიკოლსონი ხირხალა და ქეთოსავით მარტო რომ არ დარჩებიან - კი ვიცით...

0.162616