სხვა

10:04 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია!

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში, მსოფლიოს კვარცხლბეკზე ქალთა ნაკრების წევრი ავიდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ანასტასია გოტფრიდმა ორჭიდის ჯამში 265 კილოგრამი დააგროვა და უახლოეს მდევარს 10 კილოგრამით გაუსწრო.

პირველი მოძრაობა – ატაცი გოტფრიდმა 116 კილოგრამით და შედეგიანი ცდით დაიწყო. შემდეგ კი 120 შეუკვეთა და შტანგა მეორე ცდაზე დაიმორჩილა, თუმცა მცირე ოქროს მედლის მოსაპოვებლად ეს შედეგიც ეყო.

აკვრაში ანასტასიამ 135, 140 და 145-კილოგრამიანი შტანგები ასწია და მოძრაობა მეორე ადგილით დაასრულა. ორჭიდში კი არც ერთ კონკურენტს ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსიც არ დაუტოვა.

საქართველოს ნაკრები ანაჰაიმში სულ 4 ძალოსნით ჩავიდა. მათგან საქმეში სამი ჩაერთო და გიორგი ასანიძის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე 4 მედალია. შოთა მიშველიძის (62 კგ) მიერ ორჭიდში მოპოვებული ბრინჯაო და ანასტასია გოტფრიდის 2 ოქრო და 1 ვერცხლი.

ხვალ, თბილისის დროით დილაადრიან - 05:25 საათზე ამერიკულ ფიცარნაგზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე (+105 კგ) გავა.

ძალოსნობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ანაჰაიმი

5 დეკემბერი

ქალები

90 კგ

1 ანასტასია გოტფრიდი (საქართველო) 265 კგ (120+145)

2 მარია ფერნანდა ვალდეს პარისი (ჩილე) 255 კგ (109+146)

3 კრისმერი სანტანა პეგუერო (დომინიკ, რესპ) 254 კგ (113+141)

0.131354