ფეხბურთი

15:04 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ბეილის ღირებულების განახევრებას ითხოვს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის უელსელი თავდამსხმელი გარეთ ბეილი დაიმატოს, თუმცა The Mirror-ის ინფორმაციით “წითელი ეშმაკები” არ აპირებს მადრიდის “რეალს” ის თანხა გადაუხადოს, რაც “სამეფო კლუბმა” 28 წლის შემტევში მოითხოვა.

წყაროს ინფორმაციით ამის მთავარი მიზეზი უელსელის ხშირი ტრავმიანობაა, თუმცა მანჩესტერული გუნდი მის შეძენაზე უარს მაინც არ ამბობს და მეტიც, ისინი ბეილის სანაცვლოდ მზად არიან განახევრებული ფასი, – 50-60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში გარეთმა 5 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

0.114753