ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “მაიამი ჰიტი” 123:95 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 37:17 მოიგეს. “გოლდენ სტეიტში” სტეფ კარი 30 ქულით გამოირჩა, კევინ დურანტს 24 ქულა ჰქონდა. “მაიამიში” საუკეთესო შედეგი გორან დრაგიჩმა დააფიქსირა – 20 ქულა.
“გოლდენ სტეიტი” 18 მოგებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.