ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეათე ტურში მალაგას “უნიკახამ” საკუთარ მოედანზე “ჟუვენტუტი” ადვილად დაამარცხა - 86:74.
ანდალუზიელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა გიორგი შერმადინი, რომელიც მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 18:15 წუთი გაატარა - საკუთარ გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
შერმადინმა 3-დან ორი ორქულიანი და 8-დან შვიდი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურმა თითქმის უშეცდომოდ მოქმედებდა შეტევაში: საჯარიმოების 88% გამოიყენა, ხოლო თამაშიდან 67% აჩვენა. 5-დან ორი მოხსნა კი მეტოქის ფარზე მიითვალა.
“უნიკახას” 10 ტურში 5 მოგების წილ 5 წაგება აქვს და მერვე პოზიციაზე იმყოფება. მალაგელები შემდეგ შეხვედრას 10 დეკემბერს, სარაგოსაში ჩაატარებენ.