ფეხბურთი

19:12 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძის დუბლი და საბა ლობჟანიძის საგოლე პასი (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის XVIII ტურში ქართული დერბი შედგა. დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის "სილკებორგი" საბა ლობჟანიძის "რანდერსს" დაუპირისპირდა. ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მეზობლები არიან.

საბოლოოდ, გამარჯვებული "სილკებორგი" გამოვიდა, რაშიც უდიდესი წვლილი სხირტლაძემ შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა - ჯერ, მერვე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 70-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2. დუბლის გარდა, დავითი ყვითელ ბარათსაც გამორჩა. 24 წლის ქართველი შემტევის აქტივში მიმდინარე სეზონში 5 გოლია.

უქმად არც "რანდერსის" ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე ყოფილა. ჩვენებურმა 34-ე წუთზე კონბოის საგოლედ უპასა. ლობჟანიძემ და სხირტლაძემ შუეცვლელად ითამაშეს, ხოლო მათე ვაწაძე 77-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

"სილკებორგს" 18 ტურში მოპოვებული 17 ქულით მეთორმეტე ადგილი უკავია, ხოლო "რანდერსი" 14 ქულით მეცამეტეა.

0.143451