ფეხბურთი

18:30 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგი შესაძლოა პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

"მანჩესტერ სიტი" მზადაა ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევს რაჰიმ სტერლინგს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი კვირაში 300, 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს და პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა. ამჟამად ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ბევრს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა გამოიმუშავებს (290, 000).

"ქალაქელთა" ხელმძღვანელობა სტერლინგის თამაშით კმაყოფილია. რაჰიმმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში ინგლისელმა 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქის კარი 10-ჯერ აიღო, ხოლო თანაგუნდელებს 21-ჯერ გაატანინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

0.115831