ფეხბურთი

19:46 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

უმტიტი 8 კვირა ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" მცველი სამუელ უმტიტი მომდევნო რვა კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "სელტასთან" ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში 24 წლის მოთამაშემ მუხლქვედა მყესები დაიზიანა და სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის.

უმტიტი "ბარსელონაში" 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 18 შეხვედრა ჩაატარა, სულ კი კატანოლიური კლუბის მაისურით სამუელი მოედანზე 61-ჯერ გავიდა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

0.11508