ფეხბურთი

19:00 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" შესაძლოა მასკერანო კულიბალიმ ჩაანაცვლოს

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" მცველმა კალიდუ კულიბალიმ შესაძლოა კარიერა კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელოს. როგორც იტალიური გამოცემა II Matino იუწყება, ესპანელები მზად არიან ინგლისური გრანდების ინტერესის სფეროში მოქცეული ფეხბურთელი 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატონ.

ჯერჯერობით "ნაპოლის" პოზიცია აღნიშნულ მოსალოდნელ ტრანსფერთან დაკავშირებით უცნობია. "ბარსელონას" აფრიკელი მცველი ხავიერ მასკერანოს შემცვლელად სურს. არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს.

კულიბალი იტალიურმა კლუბმა 2014 წელს "გენკიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში კალიდუმ 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

0.121835