საქართველოს თასის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად “ჩიხურას” მეკარე დინო ჰამზიჩი დაასახელეს.
29 წლის ბოსნიელმა ჰამზიჩმა 120 წუთში გოლი არ გაუშვა, ხოლო პენალტების სერიაში ორი ბურთი მოიგერია: ლევან კუტალიას და გიორგი კუხიანიძის დარტყმულები.
როგორც იცით, ფინალში “ჩიხურამ” ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა – 0:0 და პენალტებში 4:3.