ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სუონსის” ხელმძღვანელობა პორტუგალიელი ფეხბურთელის, რენატუ სანჩეშის თამაშით უკმაყოფილოა. 20 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი უელსურმა გუნდმა გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა.
სიტუაციას კი რენატუს მაღალი გასამრჯელოც ართულებს. სანჩეშის იჯარა “სუონსის” 8 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო თავად ფეხბურთელი ანაზღაურების სახით 2.5 მილიონს იღებს. მოკრძალებულ გუნდისთვის კი როგორც აღმოჩნდა, ეს ძვირი სიამოვენებაა. თანაც, იმ ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
სანჩეშმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ რვა თამაში ჩაატარა. შეგახსენებთ, 2016 წელს, რენატუ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და იმავე ზაფხულს “ბაიერნმა” 35 მილიონ ევროდ შეიძინა. მაგრამ, იქედან მოყოლებული ფეხბურთელი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.