მადრიდის “რეალი” მილანის “ინტერის” თავდამსხმელ მაურო იკარდის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. როგორც გამოცემა Marca იტყობინება, “სამეფო კლუბი” ზაფხულს არ დაელოდება და იკარდის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება.
გავრცელებული ცნობით, მადრიდული გრანდი ამისთვის ყველა ღონეს გამოიყენებს და იკარდის აგენტის გარდა, მეუღლე, ვანდა ნარასთანაც აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას. რაც შეეხება ტრანსფერის ღირებულებას – 100 მილიონ ევროს შეადგენს.
მაურო იკარდი მიმდინარე სეზონს დიდებულად ატარებს და იტალიის სერია ა-ში 14 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი.