ფეხბურთი

16:25 | 1.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე დისკვალიფიკაციას გადაურჩა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დისკვალიფიკაციით არ დაისჯება. The Telegraph-ის ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტი იტალიელ სპეციალისტს არ დასჯის და მხოლოდ ფულად ჯარიმას დააკისრებს.

კონტე პრემიერლიგის ბოლო ტურში “სუონსისთან” მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს მსაჯებთან კამათის გამო გააძევეს და ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ მომდევნო შეხვედრა “ჩელსი” მის გარეშე ჩაატარებდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

რაც შეეხება ფულად სანქციას – ანტონიო კონტე 8 ათასი გირვანქა სტერლინგითან დაჯარიმდება.

0.114871