დღეს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. მოსკოვში, მუნდიალის მონაწილე 32 ნაკრები რვა ოთხგუნდიან ქვეჯგუფებში გადანაწილდებიან.
ამ დროისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ მასპინძელი რუსეთის ნაკრები A ჯგუფში დაიკავებს ადგილს. მანამდე გავეცნოთ კალათების მდგომარეობას:
I კალათა: რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი
II კალათა: ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი, ხორვატია
III კალათა: დანია, ისლანდია, კოსტა-რიკა, შვედეთი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი, ირანი
IV კალათა: სერბეთი, ნიგერია, ავსტრალია, იაპონია, მაროკო, პანამა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი
ჯგუფებში ერთი კონტინენტის წარმომადგენლები ვერ მოხვდებიან. გამონაკლისი მხოლოდ ევროპაა, რომელიც მუნდიალზე 13 ნაკრებითაა წარმოდგენილი და შესაბამისად, ერთ ჯგუფში შესაძლებელია, რომ ორ-ორი ევროპული ნაკრები ვიხილოთ.
მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა კრემლის შენობაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.