ფეხბურთი

20:42 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სილვამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

31 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა დავიდ სილვამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2020 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია მანჩესტერული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე "ქალაქელებს" 2010 წელს "ვალენსიადან" შეუერთდა. მას შემდეგ სილვამ ინგლისური გუნდის მაისურით 324 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 52 გოლი და 111 საგოლე გადაცემა შეასრულა. "სიტისთან" ერთად დავიდმა პრემიერლიგა ორჯერ მოიგო.

0.129916