ფეხბურთი

14:52 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა ფეხბურთიდან ბიზნესში გადაინაცვლებს

ლონდონის “ჩელსისა” და კოტ დ’ივუარის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დიდიე დროგბა იტალიაში, ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. ამჟამად არასპორტული კუთხით. ვეტერანმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა ფეხსაცმლის ბიზნესს მიჰყოს ხელი.

სპორტული ფეხსაცმლის წარმოებას დროგბა თავის მეგობართან და ასევე დიზაინერ ჯორდანთან ერთად აპირებს. JAD ასე ჰქვია დროგბასა და ჯორდანის ახალ ბრენდს, რომელიც მათი სახელების ინიციალებისგან შედგება.

ფეხსაცმლები წარმოებული იქნება იტალიაში, მარკეს რეგიონში, თუმცა გასაყიდად თავდაპირველად ლონდონის, ნიუ-იორკის, მაიამის და მონრეალის ძვირადღირებულ მაღაზიებში გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ “ფინიქს რაიზინგის” 39 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანაც მოახერხა. კოტ დ’ივუარელი სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

0.120084