საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა, სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, 2 დეკემბერს განახლდება.
შაბათს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მორიგი ტურის ორი შეხვედრაა დაგეგმილი:
16:00 საათზე, თბილისის „დინამო“ „ქუთაისს“ დაუპირისპირდება, 18:00 საათზე კი „მგზავრები“ და „კაკტუსი“ ითამაშებენ.
მატჩებზე დასწრება თავისუფალია.