ის ის იყო რუსი მეჩოგნის, მარია შარაპოვას ცხოვრება და სპორტული კარიერა თითქოს დადებითისკენ უნდა შემობრუნებულიყო, რომ ჩოგნისმქნევი ლამაზმანი ახალ სკანდალში გაება და ამჯერად მარიას წინააღმდეგ რუსული პოლიტიკური ელიტის ნაცვლად, ინდოეთის ხელისუფლება და ბიზნესი დაირაზმა.
საქმე ისაა, რომ მარიას მფლობელობაში მყოფ კომპანიას ინდოეთში მოზრდილი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და 44-სართულიანი შენობაც აეგო, მაგრამ ის შენობა როგორც ჩვენ და თქვენ არ გვინახავს თვალით - ისე არ უნახავთ ინდოელებსაც და ცხადია, ასეთი ამბავი სკანდალისა და გამოხმაურების გარეშე არ ჩაივლიდა.
მარია შარაპოვა იძახის, რომ სპეტაკია ვითარცა იანვრის თოვლი და მართალია ვითარცა ბატკანი, მაგრამ ინდოეთის საგამოძიებო სტრუქტურებს მარიას კომპანიის წინააღმდეგ უკვე აღუძრავთ საქმე და თუკი უახლოეს მომავალში შარაპოვამ და მისმა ადვოკატებმა საქმე მათ სასიკეთოდ ვერ შემოაბრუნეს - ამბავი დატრიალდება - დედა შვილს არ აიყვანს ხელში...